საქართველოს მელიორაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.
ნატანი მასისა და ქვა-ღორღისგან 1.7 კმ სიგრძის სადრენაჟე კოლექტორი იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები კოლექტორში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, საპროექტო პარამეტრებში აღდგება აღნიშნული კოლექტორის კალაპოტი, შედეგად, უხვი ნალექის დროს, დაახლოებით 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის, საკარმიდამო ეზოებისა და საცხოვრებელი სახლების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.
მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია ატარებს, თებერვალში დასრულდება.