"ეს დაბადების მოწმობა არ არის ნამდვილი" - ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია, BBC-მ საქართველოში უკანონოდ გაშვილებულ ბავშვებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლის პრემიერაც 26 იანვარს შედგება.
"საქართველოში ათასობით ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ისინი მშობლებისგან დაბადებისთანავე მოიტაცეს და შავ ბაზარზე გასაშვილებლად გაყიდეს.
ჟურნალისტ თამუნა მუსერიძეს, რომელიც 2023 წლის BBC-ის 100 ქალის სიაში მოხვდა, ამ ისტორიების გამოვლენაში დიდი წვლილი მიუძღვის. მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ნაშვილები იყო, მან შექმნა ფეისბუქის ჯგუფი "ვეძებ" და ასობით ადამიანს დაეხმარა ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნებაში. მიუხედავად ამისა, თავად ჯერ კიდევ ვერ შეძლო საკუთარი მშობლების პოვნა.
მუსერიძის კვლევამ აღმოაჩინა შვილად აყვანის შავი ბაზარი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით არსებობდა ადრეული 1970-იანი წლებიდან 2006 წლამდე.
ახლა კი იგი ადამიანის უფლებათა დამცველ ადვოკატთან, ლია მუხაშავრიასთან გაერთიანდა, რათა დაზარალებულთა ჯგუფის საქმეები ქართულ სასამართლოებში მიიტანოს. მათ თავიანთი დაბადების დოკუმენტებზე წვდომის უფლების მიღება, რაც ამჟამად საქართველოს კანონმდებლობით შეუძლებელია.
BBC-ის 100 ქალის ისტორიები თამუნა მუსერიძესთან ერთად სხვა ბნელ და რთულ სკანდალებში გახვეულ ქალებზე ჰყვება, რომლებიც უკვე წარსულს ეგუებიან.
უყურეთ პარასკევიდან, 26 იანვრიდან სრულ დოკუმენტურ ფილმს BBC World Service YouTube-სა და BBC iPlayer-ზე", - წერს BBC 100 Women სოციალურ ქსელში.