ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ბიურო მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, დაიწყო სასწრაფო იმუნიზაციის კამპანიები, რადგან 2023 წლის პირველ 10 თვეში წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე წინა წელს.
ბიუროს განცხადებით, სწორედ ვაქცინაციის მაჩვენებლის შემცირება დგას ვირუსის შემთხვევათა მატების უკან, რომელიც იწვევს ცხელებას, ხველას და იშვიათ შემთხვევებში პნევმონიას, ტვინის ანთებას და სიკვდილს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ევროპის რეგიონში, 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე წითელას 30 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 2022 წელს მხოლოდ 941.
ჯანმო-ს ინფორმაციით, ბოლო თვეებში წითელას შემთხვევები გაიზარდა და ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება, თუ სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული.
ორგანიზაციის განცხადებით, 2020-2022 წლებში ბავშვების რუტინულ იმუნიზაციას ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა. დადგენილია, რომ ამ პერიოდში 1,8 მილიონზე მეტი ჩვილი არ იყო აცრილი წითელას წინააღმდეგ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაავადების შემთხვევები ფიქსირდება იმ ქვეყნებშიც, სადაც წითელა ოფიციალურად გამოცხადდა ენდემურად.
გასულ კვირას, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტომ (UKHSA) ქვეყნის მასშტაბით ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა წითელას შემთხვევების გაზრდის გამო.