ლიბერთის გუნდისთვის ციფრული ბანკინგის მიმართულების განვითარება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, ლიბერთიმ წარმატებული 2023 წელი იმ მომხმარებლების დაჯილდოვებით აღნიშნა, ვინც ყველაზე ხშირად სარგებლობს მობაილ და ინტერნეტ ბანკით.
ციფრული ბანკინგის გუნდმა გამოავლინა ის 10 მომხმარებელი, ვინც წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ასრულებდა სხვადასხვა საბანკო ოპერაციას მობაილ ბანკში, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, იღებდა გზავნილებს, რიცხავდა თანხას ბარათის ნომრით და სხვა. თითოეულ მომხმარებელს საჩუქრად ტექნიკის მაღაზიის 1000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
მომხმარებლებთან ერთად, დაჯილდოვდნენ ის თანამშრომლებიც, ვინც 2023 წლის განმავლობაში ყველაზე მეტ მომხმარებელს გააცნო მობაილ ბანკი და ოპერაციების განხორციელების სიმარტივე და შესაძლებლობები.
"ჩვენი მთავარი ძალა ჩვენიანებია - ჩვენი მომხმარებლები და თანამშრომლები. მათი ჩართულობა და უკუკავშირი, სურვილი - უკეთესი მომსახურება მიიღონ, ყოველდღე გვაძლევს სტიმულს რომ უფრო მეტი, ინოვაციური და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისები დავნერგოთ.
ვგეგმავთ მთელი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი სიურპროზი და სიახლე შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს." - გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთი ბანკის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების ოფისის ხელმძღვანელი.