ბათუმში ოთხ დიდ სავაჭრო ცენტრში - გრანდ მოლში, ბათუმი მოლში, ბათუმი პლაზასა და მეტრო სითი - ევაკუაცია გამოცხადდა.
"ბათუმელების" ცნობით, პოლიციის მითითებით სავაჭრო ობიექტები დატოვეს „მეტრო სითის“, „გრანდ მოლის“, „ბათუმი პლაზას“ და „ბათუმი მოლის“ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებმა.
სავაჭრო ობიექტებზე კინოლოგები მუშაობენ.
ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, შენობაში სავარაუდოდ ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ, რომლის შესახებაც შეტყობინება 112-ში შევიდა.