სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელიც 24 იანვარს უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალთან შეხვედრას გეგმავს, სლოვაკეთის რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე აპირებს თქვას, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება დაბლოკოს.
"ეს კურსი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ხაზგასმით აღნიშნა ფიცომ.
მისი თქმით, უკრაინა "აშშ-ის აბსოლუტური გავლენის ქვეშ" იმყოფება და მიანიშნა, რომ მას რუსეთისთვის თავისი ტერიტორიის ნაწილის დათმობა მოუწევს.
"უნდა იყოს რაიმე სახის კომპრომისი, რომელიც ძალიან მტკივნეული იქნება ორივე მხარისთვის. რას ელოდებიან, რომ რუსები დატოვებენ ყირიმს, დონბასს და ლუჰანსკს? ეს არარეალურია", - განაცხადა ფიცომ.
მისი თქმით, შმიჰალთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია არ იქნება, რადგან უკრაინულ მხარეს ეს არ სურს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს სურს შმიჰალს წარუდგინოს ჰუმანიტარული დახმარების სია, რომელიც ბრატისლავამ უკრაინას გაუწოა. ასევე სურს დაუდასტუროს, რომ უკრაინა აღარ მიიღებს სამხედრო დახმარებას სლოვაკეთისგან.