გუშინ, ბაკურიანში სათხილამურო ტრასაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი 36 წლის სტარტაპერი გიორგი ტუხაშვილია.
გიორგი ტუხაშვილი წარმატებული ქართული სტარტაპის, Kernel-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი იყო. მანამდე ის Startup Grind Tbilisi-ის თანადირექტორის თანამდებობასაც იკავებდა.
Kernel-ი ქართული სტარტაპია, რომელიც საქართველოში, ფილიპინებსა და ინდოეთში ოპერირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ტუხაშვილი სათხილამურო ტრასაზე მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რა დროსაც 15 წლის მოზარდს დაეჯახა. მოზარდის სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროომ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.