"ქართული ერთობის დარბაზის" (ქედ) თავმჯდომარემ, ისტორიის მეცნ. დოქტორმა, არქეოლოგმა ჯუმბერ კოპალიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნულია: “მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას რაც გვაიძულებს "ღირსეული გზები მოვნახოთ ყოველი განსაცდელის თავიდან ასაცილებლად".
"ქართული ერთობის დარბაზი" რომლის სათავეებთან იდგნენ ცნობილი მოღვ აწეები: მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქიომაიშვილი, არნოლდ გეგეჭკორი, გივი თოიძე, ომარ მხეიძე, გიგა ბათიაშვილი, ტარიელ ხარხელაური, რომან რურუა, თემურ გუგუშვილი.... მიიჩნევს რომ აუცილებელია შეიქმნას საქართველოს ღვაწლმოსილ პიროვნებათა სათათბირო. - „სახელმწიფო კაცების საკრებულო“. პატრიარქის ლოცვა კურთხევით, საზოგადოების, მთავრობის, მეცნიერებათა აკადემიის, პოლიტიკურ ძალთა მხარდაჭერითა და მონაწილეობით რომელიც რეგულარულად განიხილავს საქართველოს წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ პრობლემებს და თავის მოსაზრებებს წარუდგენს საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას.
ტერმინი „სახელმწიფო კაცების სათათბირო“ ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს, ხოლო საქართველოში მისი შექმნის იდეა თავდაპირველად თავად პატრიარქმა გააჟღერა ერთ-ერთ ქადაგებაში. მსგავსი რამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია, ხოლო საქართველოში ჯერ კიდევ მეფე ვახტანგ გორგასალმა შექმნა „ჭკვიან კაცთა კომისია“
"დარბაზი უნდა დაკომპლექტდეს ეროვნული ცნობიერებისა და საყოველთაო ავტორიტეტისა მქონე პიროვნებათაგან, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი არ ამოძრავებთ.“ - ნათქვამია წერილში. - “სახელმწიფო კაცების საკრებულოს” წევრთა შემადგენლობა უნდა შეირჩეს წარმოდგენილ კანდიდატთა საერთო-სახალხო განხილვის საფუძველზე და, როგორც წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის თავმჯდომარეს, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას.
წერილში გამოთქმულია სურვილი და მზადყოფნა საპატრიარქოსთან თანამშრომლობისა იმის გათვალისწინებით, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღეებისთვის დასრულდეს 50-60 წევრიანი საკრებულოს ფორმირება.“