“რაც არ უნდა დაწერონ ფურცელზე, არ არსებობს ბრალი, რადგან სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული მუხლი პრეამბულა დისპოზიციით ლევან ხაბეიშვილი არ უნდა დაისაჯოს, რადგან დანაშაული არ მომხდარა.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ
ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილს ბრალს, სავარაუდოდ, 4-5 საათისთვის წაუყენებენ.
“მე უნდა მოვინახულო ლევან ხაბეიშვილი, რომ გავიარო სხვადასხვა დეტალი. რაც შეეხება ბრალის წარდგენას - ჩემთვის როგორც ცნობილი არის შეიძლება წარდგენილ იქნას 4-5 საათისთვის - აქედან გამომდინარე ველოდები ბრალს. კიდევ ერთხელ მინდა რომ საზოგადოებას ვუთხრა: ეს ბრალი არ არსებობს, რაც არ უნდა დაწერონ ფურცელზე, რაც არ უნდა გადღაბნონ, არ არსებობს ბრალი, რადგან სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული მუხლი პრეამბულა დისპოზიციით ლევან ხაბეიშვილი არ უნდა დაისაჯოს, რადგან დანაშაული არ მომხდარა.” - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.