დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი უარყოფენ, რომ წმინდა მატრონას ხატზე არიან გამოსახულები.
მანამდე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატრონა მოსკოველის ხატის ერთ-ერთ ეპიზოდზე დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი არიან გამოსახული.
გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას უარყო თარხან-მოურავმა.
"მე დავაკვირდი ხატზე გამოსახულ მანდილოსანს, ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ამ მანდილოსანს უფრო წითური-ყავისფერი. თვალები, სახის მოხაზულობა, ცხვირი - მგონი სრულიად ნათელია, რომ ეს არ არის ირმა ინაშვილი, ვერანაირად ვერ მიამსგავსებ იქ გამოხატულ მანდილოსანს ირმა ინაშვილს, ვერც თვალებით, ვერც ცხვირით, ვერც სახის მოხაზულობით, ვერ ცხვირით, თუ გსურთ, რომ გამოიგონოთ, ყველაფრის გამოგონება შეიძლება", - უთხრა თარხან-მოურავმა ტელეკომპანია "პირველს".
ინფორმაციას უარყოფს ირმა ინაშვილიც.
"გამეხარდებოდა, ასეთი დახვეწილი სახე და ცხვირი რომ მქონდეს, მაგრამ არა მაქვს. ამ გოგონას გვერდით რომ მამაკაცია, ის (თქვენი ლოგიკით) სერგი კაპანაძე იქნება, სიბერეში..." - წერს ინაშვილი.