„კეთილი რჩევები დასავლელი მეგობრებისგან“ ყოველთვის არსებობს სამხრეთ კავკასიაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ „დასავლელი მეგობრების კეთილი რჩევები“ ყოველთვის არსებობს სამხრეთ კავკასიაში და ამ რჩევებს ზოგჯერ ეთანხმებიან ამა თუ იმ პროცესის მონაწილეები. მაგრამ ის, რომ დასავლეთის რჩევები ყოველთვის მიმართულია რეგიონის ქვეყნებს შორის არა შეთანხმების მიღწევისკენ, რეგიონის ქვეყნებს შორის მათი ინტერესების და ბალანსის საფუძველზე, არამედ თავიანთი გეოპოლიტიკური ამოცანების წინ წაწევისკენ - ეს ასევე ყველასთვის კარგად არის ცნობილი“, - განაცხადა ლავროვმა.