კვლევითი კომპანია IDC-ის მონაცემებით, 2023 წელს სამხრეთ კორეულმა კომპანია Samsung-მა დაკარგა ლიდერობა სმარტფონების გლობალურ ბაზარზე, რომელსაც 12 წელი უცვლელად ინარჩუნებდა.
პირველი ადგილი დაიკავა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა, რომელმაც 2023 წელს 234.6 მლნ სმარტფონი გაყიდა, ხოლო Samsung-მა 226.6 მლნ.
Apple-ის გლობალური ბაზრის წილი 2023 წლის ბოლოს იყო 20,1%, Samsung-ის - 19,4%.
ამერიკულმა კომპანიამ 2022 წელთან შედარებით ბაზრის წილი 3,7%-ით გაზარდა, მაშინ როდესაც სამხრეთ კორეული კომპანიის 13,6%-ით შემცირდა.
მესამე ადგილზე გავიდა ჩინური Xiaomi, რომელმაც გასულ წელს 145.9 მლნ სმარტფონი გაყიდა. გლობალურ ბაზარზე მისი წილი 12.5%-ია
მეოთხე და მეხუთე ადგილზე გავიდნენ ჩინური კომპანიები - Oppo და Transsion, 8.8% და 8.1% წილით.