რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უკრაინას რუსეთთან მოლაპარკებებზე უარი რომ არ ეთქვა, ომი დიდი ხნის დამთავრებული იქნებოდა.
„მათ უარი თქვეს მოლაპარაკებაზე... ჩვენ ხომ ყველაფერზე შევთანხმდით... ერთი დღის შემდეგ ყველა შეთანხმება ნაგავში გადაყარეს, ახლა საჯაროდ თქვეს, მათ შორის სწორედ ამ მოლაპარაკების ჯგუფის ხელმძღვანელმა... : დიახ, ჩვენ მზად ვიყავით, ჩვენ ეს ხელიდან გავუშვით, რადგან მოვიდა ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ბატონი ჯონსონი და დაგვარწმუნა, რომ ეს შეთანხმებები არ განხორციელებულიყო.
იდიოტები არიან, არა? და პირდაპირ ამბობენ, ჩვენ რომ ამაზე არ წავსულიყავით, ყველაფერი დიდი ხნის წინ, წელიწადნახევრის წინ დასრულებული იქნებოდა“, - განაცხადა პუტინმა.
რუსი დიქტატორის თქმით, უკრაინის ასეთი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი „დამოუკიდებლები არ არიან“.