რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის, დასახლება ნიუ იორკში 2 ავიაბომბი ჩააგდეს და სარაკეტო დარტყმა მიაყენეს საცხოვრებელ სახლს.
დაშავდა სამი ადამიანი, კიდევ ხუთი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი.
დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, რუსებმა დასახლებას ორ მართვადი ავიამბობი ესროლეს და სარაკეტო დარტყმა მიაყენეს სამსართულიან საცხოვრებელ სახლს. დარტყმის შედეგად ჩაინგრა სადარბაზო.
უკრაინული მედიის ცნობით, შეტევის ზუსტი შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ადგილზე მაშველები და სამართალდამცველები მუშაობენ.