უკრაინაში, რეაბილიტაციის ეროვნულმა კომისიამ, კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის რეაბილიტაცია მოახდინა, რომელიც საბჭოთა სასამართლოს მიერ „მამათმავლობის“ ბრალდებით იყო გასამართლებული.
ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის განცხადებაში.
ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ანტონ დრობოვიჩმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის 20 დეკემბერს მიიღეს.
პირველად სერგო ფარაჯანოვი "მამათმავლობის" ბრალდებით უკრაინაში 1948 წელს დააკავეს და5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა უკრაინელი რეჟისორის ალექსანდრ დოვჟენკოს შუამდგომლობით მალევე გათავისუფლდა.
ფარაჯანოვი კიევში მეორედ 1973 წელს დააკავეს, გაასამართლეს და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
პატიმრობა მან მკაცრი რეჟიმის ბანაკში გაატარა, რამაც მისი ჯანრთელობა სერიოზულად შეარყია.
2024 წლის 9 იანვარს სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა.