უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში ჩასივ იარი დაბომბეს. მტერმა იერიში ქალაქის კერძო სექტორზე მიიტანა, დაიღუპა ორი ადამიანი.
დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვადიმ ფილაშკინის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ქალაქს საარტილერიო დარტყმები მაიყენეს. დაიღუპა 55 წლის ქალი და 38 წლის კაცი. მისივე ცნობით, ერთი ადამიანი დაშავდა მარინკის თემის კრასნოგოროვკის დასახლებაში. ამასთან, ფილაშკინმა, მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა, რადგან მისივე თქმით აღნიშნულ რაიონებში დარჩენა სახიფათოა.