30 დეკემბრის ღამეს რუსებმა უკრაინას შაჰედის ტიპის 10 დრონით შეუტიეს, რომელთაგან 5 უკრაინამ გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
"ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას "შაჰიდის" ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 5 დრონი გაანადგურა," - ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.
ამავე ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში 56 სამხედრო შეტაკება მოხდა. რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 150 სარაკეტო და 74 საჰაერო, ასევე 84 იერიში მიიტანეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.