არ არის გამორიცხული,სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში ჩაერთოს, პირიქით, ერთ-ერთი მთავარი გეგმა, რაც მუშავდება, ეს არის სალომე ზურაბიშვილის ჩართვა ამ სუბიექტებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ამისთვის, აგვისტო-სექტემბერში ის შეიძლება, გადადგეს თანამდებობიდან და პირდაპირ ჩაერთვება არჩევნებში. ბევრს არაფერს კარგავს, ისედაც გადის ვადა წლის ბოლომდე მის უფლებამოსილებას. აქაც ვერ თვლიან – რა მიიღეს გახარიას გადაყენებით? საბოლოო ჯამში ვერაფერი. პირიქით, რესურსიც დაკარგეს. რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალების ბერკეტს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იკადრა, შეიძლება ესეც იკადროს“, – აღნიშნა კობახიძემ.