ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა. "მთავარი არხის" ცნობით, გარდაცვლილი შუა ხნის კაცია.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.