კახეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ავტობუსის გაჩერების რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და კაცს დაეცა, რომელიც თავის ეზოში შეშას ჭრიდა.
79 წლის კაცი ადგილზე, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მისვლამდე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.