უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ანექსირებულ ყირიმში, ფეოდოსიაში დიდი რუსული სადესანტო ხომალდი „ნოვოჩერკასკი“ ააფეთქეს.
„ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმან, კრეისერ „მოსკვას“ კვალს მიჰყვა დიდი სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“, - წერს ოლეშჩუკი „ტელეგრამზე“.
მან მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების პილოტებს და ყველას, ვინც მონაწილეობდა რუსული გემის განადგურებაში.
მანამდე, დაახლოებით ღამის სამი საათისთვის გავრცელდა ცნობები ფეოდოსიაში აფეთქებების შესახებ. იუწყებოდნენ, რომ აფეთქდა ირანული საბრძოლო მასალებით დატვირთული გემი, პორტში გაჩნდა ხანძარი.