ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ მსოფლიო ავტორიტარული ეპოქისკენ მიექანება, ამიტომ დასავლეთმა არ უნდა დაუშვას უკრაინამ წააგოს ომი რუსეთის წინააღმდეგ და უნდა მიაწოდოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება. ამის Sესახებ შაპსმა The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიო რისკავს გაუცნობიერებლად მოხვდეს ეპოქაში, სადაც დიქტატორულ ავტოკრატებს უფლება ეძლევათ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება, რაც წარმოუდგენლად საშიშია.
"მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ მას არ შეუძლია დარჩეს ცივი ომის შემდგომ ეპოქაში. ბევრი ქვეყანაა, G7-ის ქვეყნებიც კი, რომლებიც მშპ-ს 1-2%-ს ხარჯავენ თავდაცვაზე. ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ ჩვენს კეთილდღეობას და სიცოცხლის გზას, ჩვენი ძირითადი თავდაცვის (მოთხოვნილებების) დაზოგვით“, - ხაზგასმით აღნიშნა გრანტ შაპსმა.