ძლიერი ქარი იყო გუშინ გვიან ღამით ბათუმში. სტიქიის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
ძლიერი ქარის შედეგად მრავალბინიანი სახლების სახურავები, თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები დაზიანდა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, ოპერატიულად ხორციელდება წაქცეული ხეებისგან გზების გათავისუფლების სამუშაოები.
საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები.