ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პუტინისტების მიერ წამოწყებულ ევროკავშირის დროშის დაწვის კამპანიას გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ამ მოვლენის (ევროკავშირის დროშის დაწვა) შეფასებისას სიზუსტე მნიშვნელოვანია.
მისი თქმით,, ნებისმიერი დროშის დაწვისთვის არავინ უნდა იყოს დასჯილი და ეს სიტყვის თავისუფლების ნაწილია.
„სიტყვის თავისუფლება აქვს ჩვენთვის, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელ ადამიანებსაც - პუტინისტებს შავრაზმელებს, კომუნისტებს, ფაშისტებს. ეს მნიშვნელოვანი ღირებულებაა და ყველაზე უნდა გავრცელდეს. სხვა ამბავია სხვისი ქონების, ამ შემთხევაში სახელმწიფო ქონების დაზიანება.
ეს, რა თქმა უნდა, არ არის დაცული სიტყვის თავისუფლება, ოღონდ, ამ რეჟიმისგან ამ შემთხვევაზე ამ ტიპის ფოკუსი და მერე ამის გამოწვევა ამ რაღაც ვირუსული კამპანიის, სამარცხვინო ამბავია, იმიტომ რომ ეს ხალხი, პუტინისტები, მხილებულები არიან ძალადობაში და ჩვენი ქვეყნის მტრებისგან დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილები და ამ რაღაცებისთვის მათი დევნა არ ხდება, სწორედ იმიტომ რომ ისინი შერწყმული არიან ამ რეჟიმთან“ - თქვა გიგა ბოკერიამ.