ისრაელი მზადაა "ჰამასთან" საომარი მოქმედებებში მეორე ჰუმანიტარული პაუზისთვის ღაზის სექტორში მყოფი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.
ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა 80-ზე მეტი ქვეყნის დიპლომტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ომის გამო ტრადიციული საახალწლო მიღების ნაცვლად გაიმართა. იუწყება The Times of Israel
ბრიფინგის დროს ჰერცოგმა დიპლომატებს განუცხადა, რომ ისრაელი მზად არის მეორე შეთანხმებისთვის მძევლების გათავისუფლების მიზნით და ხაზი გაუსვა ისრაელის ჰუმანიტარულ ძალისხმევას.
„ნებისმიერი მცდელობა, წვლილი შეიტანოს თქვენმა სახელმწიფოებმა, თქვენმა ლიდერებმა, მედიამ და თქვენ, დიპლომატებმა ზეგავლენის მოხდენაში ამ საგაში ჩართულ სხვადასხვა ქვეყნაზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ მძევლებს შორის არიან ჩვილები, მოხუცები, ავადმყოფები, დაჭრილები და, რა თქმა უნდა, ბევრი ქალი“, - განაცხადა ჰერცოგმა.