თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ევროკავშირში უკრაინასა და მოლდოვის გაწევრიანების საკითხი ჩიხში შევა.
"მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს, რომ ისინი ევროკავშირის წევრები გახდებიან. პროცესი დაიწყება და ისინი ასევე ჩიხში აღმოჩნდებიან", - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს უნგრეთში ვიზიტის შემდეგ. .
თურქეთის ლიდერმა მიანიშნა, რომ ანკარა 2005 წლიდან არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და ამ შანსს უკრაინაზე მეტად იმსახურებს. მისი თქმით, არასწორია, რომ თურქეთი „წლებია ელოდება“ მის მიმართ დადებით გადაწყვეტილებას.
„არ არის სწორი, რომ თურქეთი, რომელიც უფრო მზად არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ვიდრე ზოგიერთი სხვა წევრი ქვეყანა. წლების განმავლობაში ელოდება კართან პოლიტიკური წინაღობების გამო“, - თქვა მან.
ერდოღანის თქმით, თურქეთს სტრატეგიულად და ეკონომიკურად მეტი პოტენციალი აქვს, რის გამოც მან დიდი ხანია მოიპოვა ევროკავშირში ყოფნის უფლება. „ევროკავშირმა ახლავე უნდა გამოასწოროს ეს შეცდომა“, - თქვა მან.
ერდოღანი აღნიშნავს, რომ თურქეთის სტრატეგიულმა და ეკონომიკურმა პოტენციალმა დიდი ხანია, მისცა მას ბლოკში გაწევრიანების უფლება, რაც ანკარას განცხადებით, სტრატეგიული მიზანია. ერდოღანმა დასძინა, რომ ამ პროცესში პროგრესი შეიძლება შეინიშნოს უნგრეთის პრეზიდენტობის პერიოდში, რომელთანაც თურქეთს კარგი ურთიერთობა აქვს.
როგორც ცნობილია, თურქეთის განაცხადი ევროკავშირში მრავალი წელია „გაყინულია“.ევროკავშირის შეშფოთება გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით: თურქეთში ადამიანის უფლებებთან დაკავსირებული ვითარება, რეგიონული პოლიტიკის საკითხები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და კვიპროსის საკითხი.