უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ოფისში მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა.
უწყებაში აცხადებენ, რომ მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს არა ზალუჟნის კაბინეტში, არამედ ერთ-ერთ ოთახში, სადაც შესაძლებელი იყო, რომ მას ემუშავა.
საქმეზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამასთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ნაპოვნი მოწყობილობა უმოქმედო იყო და ის ექსპერტებს უკვე გადაეცათ.
გასული თვეების განმავლობაში, ვრცელდებოდა ინფორმაცია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის შორის სერიოზული კონფლიქტის შესახებ.
დასავლური მედიის პუბლიკაციების თანახმად, პრეზიდენტი სავარაუდოდ გაღიზიანებულია ზალუჟნის პოპულარობითა და მისი ინტერვიუებით, რომლებშიც ის ფრონტზე ჩიხსა და სანგრების ომზე გადასვლის შესახებ საუბრობს
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ, მსგავსი კონფლიქტის არსებობას.