აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებები ნატო-ს ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ სრული სისულელეა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა.
"მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ბაიდენსაც ესმის ეს. ეს მხოლოდ სიტყვის მასალაა, რათა გაამართლოს მისი მცდარი პოლიტიკა რუსეთის მიმართ", - განაცხადა მან.
პუტინის თქმით, შეერთებული შტატები, განცხადებების მიუხედავად, გლობალური განვითარების პერსპექტივით, არც ისე დაინტერესებულია რუსეთის სტრატეგიული დამარცხებით.
„არ მგონია, რომ ეს თავად შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში შედიოდეს“, - თქვა პუტინმა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, მოსკოვი დაინტერესებულია ნატო-ს ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებით და არ სურს ამ ურთიერთობების გაფუჭება. მისი თქმით, რუსეთს და ამ სახელმწიფოებს არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზია ერთმანეთის მიმართ,
„რუსეთს არ აქვს მიზეზი, ინტერესი - არც გეოპოლიტიკური ინტერესი, არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური და არც სამხედრო - ნატო-ს ქვეყნებთან საბრძოლველად. ჩვენ არ გვაქვს მათთან ტერიტორიული პრეტენზია, არ გვაქვს მათთან ურთიერთობის გაფუჭების სურვილი. დაინტერესებული ვართ ურთიერთობების განვითარებით“, - განაცხადა პუტინმა.