საქართველოს პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ქალაქის ყველა საახალწლო ილუმინაცია აინთო.
ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია იტალიელი მუსიკოსის, სტეფანო სინიორონის (Stefano Signoroni) და მისი ბენდის კონცერტით გაგრძელდა.
შოუში მონაწილეობდნენ ანსამბლი „მეტეხი“, თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების ცენტრის სპორტსმენები, მსახიობი დათო დარჩია, თბილისის ბავშვთა კაპელა, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია და მოცეკვავეთა დასი ნატალი კიკალეიშვილისა და ნინო ქუთათელაძის ხელმძღვანელობით.