სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საცდელ სადემონსტრაციო ბაზაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკლუტეტის აგრონომიის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის ვაზის სხვლა-ფორმირებაზე საველე ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ვაზის ჯიშების მახასიათებლებზე, სანერგე მეურნეობის სერტიფიცირების და ჯანსაღი ნერგის წარმოების პროცესებზე, ვენახის აგროტენქოლოგიაზე, ნიადაგის შერჩევასა და სწორი საძირის გამოყენებაზე, ასევე, რეგიონებისთვის ვაზის ჯიშების სწორედ შერჩევაზე და ნერგის დარგვის წესებზე.
სტუდენტებმა ვენახის სხვლის პროცესშიც მიიღეს მონაწილეობა.