უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან და აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე ჩარლზ ბრაუნთან შეხვედრით დაიწყო.
ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ფრონტზე განვითარებული მოვლენები და თავდაცვის სფეროში უკრაინა-ამერიკის შემდგომი თანამშრომლობა.
„მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ჩვენი შეთანხმებების განხორციელებისთვის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად და მდივან ოსტინსა და გენერალ ბრაუნს პირადი ლიდერობისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.