ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში პალესტინის მოედნის ქვეშ გვირაბების დიდი ქსელი აღმოაჩინეს.
„პალესტინის მოედანზე განთავსებული იყო იაჰია სინვარის [ღაზის სექტორში ჰამასის მეთაურის] ოფისი, სამთავრობო ოფისები, ჰამასის მაღალი თანამდებობის პირების ქონება, ასევე ტერორისტული გვირაბების ქსელი“, - თქვა მან.
ჰაგარის თქმით, "სტრატეგიული გვირაბების" ქსელი ამ რაიონში, რომელიც, დაკავშირებულია ალ-შიფას ჰოსპიტალთან.
„ეს არის მთავარი სამეთაურო ცენტრის ტერიტორია, სადაც 7 ოქტომბერს და საბრძოლო მოქმედებების დროს იმყოფებოდნენ ჰამასის მაღალი რანგის წევრები“, - თქვა მან. ჰაგარიმ ასევე აღნიშნა, რომ პალესტინის მოედნის ქვეშ გვირაბების კვლევა გრძელდება.