ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცის მესამე ფაზაში გადავიდა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსმა ჰერცი ჰალევმა განაცხადა.
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლიკვიდრებულია „ჰამასის“ უამრავი მებრძოლი, მათ შორის მეთაურებიც. ჩვენ გადავედით სახმელეთო ოპერაციის მესამე ეტაპზე“, - თქვა მან.
მისივე თქმით, ომის დაწყებიდან 60 დღის შემდეგ, ისრაელელი სამხედროები ანკლავის სამხრეთით, ქალაქ ხან-იუნისს ალყაში აქცევენ და განაგრძობენ ჩრდილოეთით პოზიციების გამყარებას. მისი თქმით, ის, ვინც ფიქრობდა, რომ ისრაელის შეიარაღებულ ძალებს გაუჭირდებოდა ზავის შეწყვეტის შემდეგ ბრძოლის განახლება, „შეცდა და „ჰამასი“ უკვე გრძნობს ამას“.