ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების განახლების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოკლე განცხადებაში, რომელიც სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა, „ჰამასი“ დაადანაშაულა ოპერატიული პაუზის პირობების დარღვევაში და ისრაელის ტერიტორიის დაბომბვაში.
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაახლა საბრძოლო მოქმედებები ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის’ წინააღმდეგ ღაზის სექტორში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან CNN-ი წერს, რომ ისრაელსა და "ჰამასს შორის" ზავის შეთანხმება, როგორც ჩანს, დასრულდა და მისი გაგრძელების ნიშანი არ ჩანს.
გამოცემის ცნობით, ეს მოხდა იმის გამო, რომ პარასკევს ვადის დასრულებამდე ერთი საათით ადრე ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღაზის სექტორიდან გაშვებული ერთი რაკეტა ჩაჭრა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოგვიანებით დაამატა, რომ კიბუც ჰოლიტში პირველი სირენების შემდეგ დაფიქსირდა რამდენიმე რაკეტის გაშვება ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით.
BBC-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის ისრაელის არმია ახორციელებს საჰაერო და საარტილერიო დარტყმებს ღაზის წინააღმდეგ.