„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ნიკა მელიამ ბოლო შესაძლებლობა არ გამოიყენა და მანიფესტზე ხელის არმოწერით, როგორც ჩანს პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
„პრეზიდენტი სააკაშვილი არის ჩვენთან ერთად ერთობის მანიფესტის ავტორი, თუმცა ის არის ინიციატორი და მისი ეს ინიციატივა ჩვენ გავიზიარეთ. მან ძალიან ცხადად განაცხადა, რომ თუ ადამიანი არ აწერს ერთობის მანიფესტს ხელს და არ უერთდება მის სულისკვეთებას, ის თავად აღმოჩნდება პარტიის მიღმა. ეს არის ის რეალობა, რომელშიც დღეს ნიკა მელია აღმოჩნდა. ძალიან ვწუხვარ, რომ მან ეს ბოლო შესაძლებლობა არ გამოიყენა იმისთვის, რომ გავერთიანდეთ იმ დიდი გამარჯვებისთვის, რომელიც უნდა მოვიპოვოთ.
პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, რაც, როგორც ჩანს მანიფესტზე ხელის არმოწერით ნიკა მელიამ მიიღო, არ არის ტექნიკური გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.