ჩემი საქმე არ არის, ზოგადად, რუსული განცხადებების კომენტირება, ეს არ არის ჩემი საქმე, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სერგეი ლავროვის განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს სერგეი ლავროვის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ევროკავშირს არ გამოუვა რუსეთის გაძევება სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან“.
„ჩვენი გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და მივყვებით ამ პრიორიტეტებს და პოლიტიკას. სადაც არის საჭირო რეაქცია, საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს კიდეც რეაქცია“, – განაცხადა კობახიძემ.