დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელთა მტკიცებით, შვიდ შეიარაღებულ პირს ეძებენ. ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრ რობერტ კიუტზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსული მედია წერს, რომ უცხოური იარაღით აღჭურვილი შვიდი ადამიანი გულრიფშის სოფელ აზანთასთან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შენიშნეს. სოხუმისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტილია.
"ისინი უცროური იარაღით იყვნენ შეიარაღებული, სავარაუდოდ M-4 შაშხანები ჰქონდათ, ეცვათ შავი ფორმები, ნიღბები, ჩაფხუტები, კარგად ეკიპირებულები იყვნენ. მათ ჰქონდათ დრონიც, რომელიც ტერიტორიაზე დაფრინავდა", - განაცხადა კიუტმა.