ქალბატონი სალომე მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვთავაზობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო ის გასაშვები ევროპაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, როდესაც პრეზიდენტი მიდის ევროპაში და ევროპელ პარტნიორებს ესაუბრება, რომ პრემიერს ან სურს ან არ სურს ევროპაში ქვეყნის ინტეგრაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა რადიკალურ პოლიტიკოსებთან ერთად ჩართული იყო ქვეყნის სტატუსის საწინააღმდეგო აგიტაციაში.
„მისი სატელევიზიო გამოსვლაც არის სტატუსის საწინააღმდეგო აგიტაცია. როდესაც შენ ეჭვქვეშ აყენებს პრემიერის მოტივაციას ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებთ, ეს არის პირდაპირი აგიტაცია სტატუსის წინააღმდეგ. სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მტკიცებულება თავად შემოგვთავაზა და იმის შესახებ, რომ ის ევროპაში ნამდვილად არ იყო გასაშვები“, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ CBS NEWS-ს მისცა.