როგორც არ უნდა შეეცადონ ჩემს გაჩუმებას, აქტიურად ვაპირებ ვიყო ჩართული საქართველოს გადარჩენის პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, რომელსაც ის დისტანციურად ერთვება.
“მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა შეეცადონ ჩემს გაჩუმებას, იქნება ეს კლინიკაში თუ ციხეში, თუ სასამართლო სხვადასხვა გარჩევების დროს, მთავარია საქართველოში ვარ და აქტიურად ვაპირებ ვიყო ჩართული საქართველოს გადარჩენის პროცესში. ჩვენ ვართ აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში, მე ყოველდღიურად ვგრძნობ ამ ადამიანების, ჩვენი ადამიანების სითბოს, თანადგომას და ჩვენ არ შევალახვინებთ ჩვენი ხალხის ღირსებას არჩევნების მოპარვით და გაყალბებით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს.