ხან ხაბეიშვილის კბილები არ მოსწონთ, ხან პალტო, სათვალე, ვარჯიში, თურმე ხაბეიშვილი ვიღაცის მართულია, ეს ხომ რუსული პროპაგანდაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში. განაცხადა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ადამიანი, ვინც გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ მზად ვართ, არავისთვის კარი არ დაგვიხურავს. ეს არ არის ჩვენი თამაშის წესები. ზოგი ადამიანი რას ვერ ეგუება იცით, პრივილეგირებულ სიტუაციაში იყვნენ, მუდმივად რაღაც ოთახის რაღაც კუთხეში წყვეტდნენ, ეს ვეღარ იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ყველა რაიონული თავმჯდომარე დაინიშნა არჩევნებით. ვწუხვარ, როგორც კობახიძე, რუსული პროპაგანდა საუბრობს, ისე საუბრობენ კონკრეტული ადამიანები. ხან ხაბეიშვილის კბილები არ მოსწონთ, ხან რომ პალტო არ მოსწონთ, ხან სათვალე და ხან ჩემი ვარჯიში, ეს ხომ რუსული პროპაგანდაა, თურმე ხაბეიშვილი სადღაც ვიღაცის მარიონეტი მართულია, ეს ხომ რუსული პროპაგანდაა, ვის სჯერა. თან ადამიანები, რომლებსაც ვერც კი ხედავენ საჯარო სივრცეში. როგორც რუსული პროპაგანდა აკეთებს, უნდათ ახალა დაარწმუნონ, იმის მართული, ამის მართული. ყველა გამოაჩინოს თავისმა საქმემ. ჩემთვის არავის არასდროს არაფერი უჩუქებია, ხალხის მხარდაჭერა ჰქონოდათ და ყოფილიყვნენ. კონკრეტული ადამიანები პარტიიდან გადიან, მერე ილანძღებიან. ხატია დეკანოიძე საერთოდ სხვა ფენომენია, სასაცილოც აღარ არის, მან პარტია დატოვა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანები დაფასდებიან საქმით, არ იქნებიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში, გამორიცხულია. დიახ, ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვანია ოზურგეთის საკრებულოს წევრი ბახვიდან, თათია ნიკოლაშვილი, თელავის საკრებულოს მაჟორიტარი გიგი გიგიტელაშვილი, ვიდრე კონკრეტული ადამიანი, რომელიც პრივილეგიებს ითხოვს პარტიაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.