“ქართული ოცნების” წევრები ბილბორდებზე თავად იყვნენ გამოკვეთილები, თავად გააყალბეს არჩევნები და ამ ყველაფრის ფონზე სალომე ზურაბიშვილი დააბრალო „ნაციონალურ მოძრაობას” ცოტა არ იყოს სასაცილოა, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცესის დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმოქმედა ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
“უცნაური საქმეა, ბილბორდებზე თავად იყვნენ გამოკვეთილები, თავად გააყალბეს არჩევნები. სხვათა შორის, ამ ადამიანის დანიშვნას შეეწირნენ ადამიანები. მათ შორის ია კერზაია, რომლის სიკვდილიც კონკრეტული ადამიანების კისერზეა. ასეთ დროს სალომე ზურაბიშვილი დააბრალო „ნაციონალურ მოძრაობას” ცოტა არ იყოს სასაცილოა. თუმცა ის, რომ ჩვენ პოლიტიკურად პასუხისმგებლობიანი ძალა ვართ, მათ შორის ჩანს ჩვენი დამოკიდებულებები. ჩვენ პირადი განწყობებით არ გვიმოქმედი,ა თორემ პირველები ვიქნებოდით, ვინც იმპიჩმენტს დაუჭერდა მხარს. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მხოლოდ ამ მიზეზით არ დავინტერესდით ამ იმპიჩმენტით, იმიტომ, რომ კარგად გვესმის ქვეყნის გარეთ როგორი ზიანის მომტანია ახლა ეს მოქმედებები,” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.