ნიკა მელიას განცხადებები ერთი-ერთში ასახავს რუსული პროპაგანდისტული არხების მიერ გაწეულ კამპანიას, ერთი-ერთში ემთხვევა კობახიძის, ღარიბაშვილის, მდინარაძის ნარატივს, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, ცუდ გზას ადგას ნიკა მელია და კონკრეტული ადამიანბეის ჯგუფი.
“ვწუხვარ, ამ კონკრეტული ადამიანის გამო, რაც ახლა თქვენ წაიკითხეთ და მისი განცხადების გამო. ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენდა სამწუხაროდ, საზოგადოება ამას უყურებს. ერთი-ერთში ეს განცხადებები ასახავს რუსული პროპაგანდისტული არხების მიერ გაწეულ კამპანიას, ერთი-ერთში ემთხვევა კობახიძის,ღარიბაშვილის, მდინარაძის პოსTv-ის და ტელეკომპანია“იმედის“, თუ გნებავთ რუსთავი 2 -ის ნარატივს. ვწუხვარ ამის გამო. საზოგადოება, ვფიქრობ, თავად შეაფასებს ამ განცხადებას. მე, მაგალითად ნებისმიერ შემთხვევაში ,ნებისმიერ თემაზე, ძალიან ბევრს ვიდარდებდი კობახიძის და პოსTv-ის მსგავსად რომ ვლაპარაკობდე. რაც არ უნდა დარწმუნებული ვიყო ობიექტურ ჭეშმარიტებაში, თუ ვხედავ, რომ რუსული პარტიის, კობახიძის, „პოსტვ“-ის, „იმედის“ ენით ვსაუბრობ, აუცილებლად დავფიქრდებოდი, რომ კარგ გზაზე არ ვდგავარ. შესაბამისად, მე მგონია,რომ ძალიან ცუდ გზას არის კონკრეტული ადამიანი და ადამიანთა წრე შემდგარი.
შეგახსენებთ, არ არსებობს სხვა პარტია საქართველოში, რომლის თავმჯდომარეც იყოს იმხელა ლეგიტიმაციით არჩეული, როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში“. ბუნებაში ასეთი ლეგიტიმაციის მქონე პარტიის თავმჯდომარე საქართველოში და დარწმუნებული ვარ, ბევრ ევროპულ ქვეყანაში, არ არსებობს, იმდენად მასშტაბური, დიდი ჩართულობა იყო ამ არჩევნებში. ვწუხვარ, ძალიან ვღელავ ამ ადამიანის გამო, რომელიც აი, ასეთ განცხადებებს აკეთებს და ერთი-ერთში ემთხვევა კობახიძეს და პოსტივ-ის,” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.