სოფელ გეგუთის სკოლის ფანჯრიდან მოსწავლე გადავარდა. მოზარდს დაზიანებები აქვს მიღებული, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
ინციდენტი გეგუთის მეორე საჯარო სკოლაში მოხდა. სკოლის ადმინსიტრაციის განცხადებით, ბავშვი ფანჯრიდან თავად გადახტა.
მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.