საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ისრაელში ჩავიდა. ის ქალაქ აშკელონში ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენთან ერთად იმყოფება.
კატრინ კოლონა ელი კოენთან ერთად აშკელონში, „ჰამასის“ მებრძოლების თავდასხმის შედეგად ნახევრად დანგრეულ სამედიცინო ცენტრ ბარზილაიში იმყოფებოდა.
როგორც Times of Israel იუწყება, მისი ვიზიტი ისრაელის მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა.
„ეს ასევე არის იმის თქმის საშუალება, რომ საფრანგეთი იზიარებს ისრაელელი ხალხის ტკივილს“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ.
„ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 300 ადამიანი, მათ შორის არის საფრანგეთის 17 მოქალაქე. გარდა ამისა, საფრანგეთის კიდევ რამდენიმე მოქალაქე უკვალოდ დაკარგულად არის მიჩნეული. შესაძლოა, ისინი „ჰამასის“ მებრძოლებს მძევლებად ჰყავდეთ აყვანილი.