16 ოქტომბრიდან აკაკი ბაქრაძის სახელობის მე-18 ბიბლიოთეკაში (გლდანი, მე-8 მიკრორაიონი, 23-ე კორპუსი) კითხვისა და შემოქმედებითი აზროვნების განმავითარებელი კურსი გაიხსნება.
კურსს წამოადგენს წერის კლუბი „ფასკუნჯი“, ხოლო შეხვედრებს ჩაატარებს ამავე კლუბის მასწავლებელი გიორგი თავართქილაძე.
კურსის ფარგლებში მოსწავლეები ისწავლიან სწრაფი კითხვის მეთოდიკას, წაიკითხავენ და იმსჯელებენ მსოფლიოს საუკეთესო საბავშვო და საყმაწვილო წიგნებზე, ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით გაივლიან მხატვრული წერის კურსს სპეციალური წიგნების მიხედვით, მოისმენენ და თავადვე შექმნიან ამბებს ცნობილ მწერლებზე, ისწავლიან დისკუსიის ხელოვნებას და ითამაშებენ ლიტერატურულ თამაშებს და, რაც მთავარია, გაეცნობიან მხატვრული ნაწარმოების აგების საფუძველს.
უფასო კურსი გათვლილია 10-12 წლის მოზარდებზე.
შეხვედრები გაიმართება ორშაბათობით და ხუთშაბათობით 16 საათზე (სულ 16 შეხვედრა). თითოს ხანგრძლივობა - 2 საათი.
მოზარდებში კითხვისადმი ინტერესის კლება ბოლო ათწლეულების პრობლემად იქცა და თანამედროვე განათლების სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ეკრანებთან მიჯაჭვულობის შედეგად მოზარდებში გაზრდილია კონცენტრაციის პრობლემა და შინაარსის აღქმის უნარის მოშლა. აღნიშნული კურსი სწორედ შემოქმედებითი აზროვნებისა და წერითი უნარების განვითარებას ემსახურება.
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://shorturl.at/rATU4