თბილისის მერია უამინდობის გამო დედაქალაქი შექმნილ მდგომარებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ლოკაციაზე, რამაც ელექტროსადენები დააზიანა. ადგილი ჰქონდა კედლის ჩამოშლის ფაქტს მარიჯანის ქუჩაზე.
ძლიერმა ქარმა ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა.
თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა.
საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: 2722222“, - ნათქვამია განცხადებაში.
მარიჯანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო მასალა გადმოიყარა. შემთხვევის ამსახველი ფოტომასალა ორგანზაცია „ჩემი ქლაქი მკლავს“ გაავრცელა.
.