ლვოვში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ევროკავშირის ანტიკორუფციული პროექტის ხელმძღვანელია.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ავტოავარია კიევი-ჩოპის გზატკეცილზე მოხდა. ერთმანეთს "ჰიუნდაისა" და "აუდის" ტიპის ავტომობილები შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა. ეკა ტყეშელაშვილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.