ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანთი აცხადებს, რომ ბრძანება გასცა ღაზას სექტორის ბლოკადის შესახებ.
„გავეცი ბრძანება - ღაზა დარჩება სრულ ბლოკადაში. არ იქნება არც ელექტრონერგია, არც სურსათი, არც საწვავი. ჩვენ ვიბრძვით ბარბაროსების {ტერორისტების} წინააღმდეგ და ვუპასუხებთ მათ შესაბამისი ფორმით“. - განაცხადა გალანთმა.
მასთან, ისრაელის არმიის წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალების უპირველესი ამოცანაა აღმოფხვრას ღაზას საზღვარზე არსებული ხარვეზები.
ისრაელი აკონტროლებს ღაზას საჰაერო სივრცეს და მის სანაპირო ზოლს, ასევე აკონტროლებს სექტორში საქონლის შეტანასა და გამოტანას თავისი სასაზღვრო პუნქტების მეშვეობით.