ყოველწლიური გლობალური ჰაკათონის ადგილობრივ კონკურსს, სელფი უკვე მეოთხე წელია მხარს უჭერს და შესაძლებლობას აძლევს გამარჯვებულებს საკუთარი იდეა საერთაშორისო დონეზე წარადგინონ
სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ჰაკათონის, NASA Space Apps Challenge -ის ადგილობრივი კონკურსის ტრადიციული მხარდამჭერია. წელს, ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად 100-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, რომელთაგან შეირჩა 30 გუნდი. ორი დღის განმავლობაში, 7-8 ოქტომბერს, მონაწილეები იმუშავებენ NASA -ს მიერ დადგენილი გამოწვევების გადაწყვეტაზე და საკუთარ იდეებსა და პროექტების პროტოტიპებს ჟიურის წინაშე წარადგენენ. პრიზების გარდა, მოგებულებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი პროექტი NASA Space Apps Challenge-ის საერთაშორისო კონკურსზე წარადგინონ. აღსანიშნავია, რომ ჰაკათონის მიმდინარეობისას მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ თემატურ ვორქშოფებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მონაცემთა მეცნიერება, პროტოტიპირება, UI/UX დიზაინი, მონაცემთა ვიზუალიზაცია, სთორითელინგი, ასტროფოტოგრაფია და სხვა.
NASA Space Apps Challenge -ი ყოველწლური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. პროექტის მიზანია ჰაკათონის მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლმებს ინოვაციური გადაწყვეტა უპოვონ.
NASA Space Apps Challenge 2023 -ის ორგანიზატორები არიან სტარტაპ ბიურო და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA).
###
დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: http://cellfie.ge
ან ჩვენი სოციალურ მედიის არხებს:
Facebook
Instagram
YouTube
LinkedIn