“რუსულმა პარტიამ, "ეფესბეს" აგენტურამ, შეიმუშავა გეგმა და შემოაგდო სუს-ის ჩანაწერები, რომ არ შემოუშვან დამკვირვებლები საქართველოში. არაფერი გიშველით ! არც უკან დავიხევთ და არც ბრძოლაში დავიღლებით. პუტინისტებზე აუცილებლად გავიმარჯვებთ! - წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში
“კონგრესში, 2023 წლის 26 აპრილს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ამერიკელმა სენატორმა - ჯინ შაჰინმა განაცხადა რომ საქართველოში შიდა ბრძოლაა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის.
სენატორის თქმით: “ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება მოახლოვებული არჩევნები 2024 წელს. ჩვენ, ამ არჩევნების მხარდაჭერაში კრიტიკულ როლს შევასრულებთ და სადამკვირვებლო მისიის გაგზავნასაც შევუწყობთ ხელს“. შემდეგ სენატორმა, USAID-ის ადმინისტრატორს - სამანტა პაუერს მიმართა: „შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს და ფიქრობს თუ არა USAID გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობას საქართველოს მხარდასაჭერად?“.
პასუხი : USAID-მა რესურსები სამართლიანი არჩევნებისკენ მიმართოს, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, გაიგონონ მათი ხმა. „ვფიქრობ, რომ ეს მოიცავს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს“, – დასძინა USAID-ის ხელმძღვანელმა.
USAID - ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა უნდათ საქართველოში, წინასაარჩევნოთ.
ახლა რუსულმა პარტიამ, "ეფესბეს" აგენტურამ, შეიმუშავა გეგმა და შემოაგდო სუსის ჩანაწერები, რომ არ შემოუშვან დამკვირვებლები საქართველოში.
არაფერი გიშველით ! არც უკან დავიხევთ და არც ბრძოლაში დავიღლებით. პუტინისტებზე აუცილებლად გავიმარჯვებთ!”- წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.